უკრაინელი გენერალი - რუსი ტერორისტები სავარაუდოდ, მარიუპოლის დანარჩენი დამცველების მოკვლას შეეცდებიან

ოკუპირებულ ელენოვკაში კოლონიაზე თავდასხმის შემდეგ, რუსი ტერორისტები, სავარაუდოდ, აზოვსტალის ქარხნიდან ევაკუირებული მარიუპოლის დანარჩენი დამცველების მოკვლას შეეცდებიან.

ამის შესახებ თადარიგის გენერალ-მაიორმა ვიქტორ იაგუნმა განაცხადა.

"არ არსებობს გარანტიები, რომ ეს არ მოხდება, გარანტიები იმისა, რომ ტყვეებს აზოვსტალიდან გაცვლიან უახლოეს მომავალში და რომ მათ არაფერი დაემართებათ, კიდევ ერთხელ ვხედავთ, როგორ უსწორდება რუსეთის ფედერაცია მათ და საერთაშორისო ორგანიზაციებს არაფრად აგდებს“, - განაცხადა გენერალი.

მისი თქმით, მტერს სურს გამოსცადოს მსოფლიო რეაქცია ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელების მასობრივ მკვლელობაზე.

”თუ ეს იგნორირებული იქნება, ხალხი უბრალოდ გაქრება”, - აღნიშნა მან.

29 ივლისს ღამით, ქალაქ ელენოვკაში ყოფილი სასჯელაღსრულების კოლონიის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. დაინგრა შენობა, რომელშიც აზოვსტალის ქარხნიდან გამოყვანილი უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის "აზოველები".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები