გია ვოლსკი - ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილი რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკიდან რომც წავიდეს, ეს არაფერს შეცვლის, თუ მისი გუნდი არ შეცვლის სტრატეგიას, ვითარების მიმართ დამოკიდებულებას.

"სააკაშვილი იმიტომ არ იხდის სასჯელს, რომ ის პოლიტიკაში მონაწილეობს ან არ მონაწილეობს, ან მომავალში იქნება პოლიტიკაში ჩართული უკრაინაში, საქართველოში, თუ საერთოდ, ამ გლობალური, რეგიონული ლიდერის როლს შეითავსებს და გააგრძელებს ამ მიმართულებით მიშაობას, როგორც გუბაზ სანიკიძე ახასიათებს. კონკრეტული დანაშაულებებია ჩადენილი და ამ დანაშაულებების გამო იხდის სასჯელს. მე პირადად, მივიჩნევ, რომ ჩადენილია გაცილებით მეტი დანაშაულები, გაცილებით გლობალური საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს წინაშე, თუმცა ის სამი დანაშაული, რის გამოც გასამართლებულია, კმარა იმისთვის, რომ მან კეთილსინდისიერად მოიხადოს სასჯელი.

რაც შეეხება წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას, ეს წინააღმდეგობები რომ არ იყოს, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის პირობებში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნაყოფიას არ აირჩევდნენ რაღაც ბალანსების გულისთვის და არც ასეთი დაპირისპირებული განცხადებები არ იქნებოდა გაკეთებული საზოგადოების საყურადღებოდ. რამდენად გულწრფელია განცხადება, შემიძლია, მხოლოდ იმის მიხედვით ვიმსჯელო, რამდენად გულწრფელი იყო სააკაშვილის განცხადებები, მოქმედებები რამდენად შეესაბამებოდა იმ რელობას, რომელიც არსებობდა. მის გულწრფელობაზე და დამოკიდებულება დიდი ხანია, ჩამომიყალიბდა. ახლა ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგი, რომ გამოვიცნო, იტყუება, თუ სიმართლეს ამბობს. ვფიქრობ, არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკაში არსებობს სააკაშვილი, თუ პოლიტიკის მიღმა რჩება, თუკი მისი გუნდის და დაღმაშენებლის სტრატეგია კვლავ რჩება რევოლუციის სტრატეგიად, დესტაბილიზაციის სტრატეგიად, რომელიც მისი მეთაურობით იყო ჩამოყალიბებული. ეს თუ დარჩა პოლიტიკურ სპექტრში, სააკაშვილმა რაც უნდა განაცხადოს და რეალურად რომც წავიდეს პოლიტიკიდან, არაფერს ცვლის. მთავარია ვითარების მიმართ დამოკიდებულება იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც შეიძლება, ერთი სიტყვით დაღმაშენებელთა გაერთიანებად წარმოვადგინოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უახლესი ამბები