გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი 2 აგვისტოს სამებაში გაიმართება

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.

ამ დროისთვის საკუთარ სახლებში ორი დაღუპულის - ექიმ გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრებია გადასვენებული, დანარჩენების ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურები კი გრძელდება. 

29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, პარაპლანისტი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

მათ დასახმარებლად წასული ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. რვავე ადამიანი დაიღუპა. 

მსგავსი სიახლეები