ზურაბ აზარაშვილი - ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ვაკეთებთ ჩვენი დევნილებისთვის

ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

"მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები არიან სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილებულები და ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ჩვენ შემთხვევაში, როცა ქვეყანაში გვყავს 300 ათასამდე ჩვენი დევნილი თანამემამულე, ასევე ახლოს ყოფილიყო მათი დახმარების პაკეტთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი თანამემამულეებისთვის, ჩვენი დევნილებისთვის და ზუსტად მათთვისაც ეს თანხებია განსაზღვრული, რასაც ჩვენ ვაძლევთ ბინის საქირავებლად ყოველთვიურად და ასევე ეს 45-ლარიანი დახმარებაა ხელზე, რასაც თითოეულ ჩვენ დევნილს  ვაძლევთ ყოველთვიურად.

აქედან გამომდინარე, ყველა ის სპეკულაცია და რაღაცა პოლიტიკურ თემებში გადაყვანა ამ საკითხის, ვფიქრობ, მიზანშეუწონელია და მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც თითქოს ჩვენზე მეტად შესტკივა გული ამ პრობლემაზე, თავი დაანებონ პროვოკაციებს. სპეკულაციები, რომ თითქოს ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ეს ასე ნამდვილად არ არის. ასევე ჩვენი მხრიდან ხდება ამ თანხების ფარგლებში ბინების შეთავაზება სხვადახვა რაიონებში ჩვენმა თანამშრომლებმა მოიძიეს ასეთი ბინები", - განაცხადა აზარაშვილმა. 

თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები