ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის  საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო - სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი.

არაიკ ჰარუთიუნიანმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა  და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით.

მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.  თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს გულთბილი მოკითხვა გადასცა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები