ნენსი პელოსი - აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პატივს მიაგებს ამერიკის ურყევ ერთგულებას ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ, – აცხადებს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი.

"ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან დაადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას პარტნიორებისადმი და მოემსახურება ჩვენს საერთო ინტერესებს, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინ წასაწევად. აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – აცხადებს პელოსი.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩინეთის მუქარის მიუხედავად ტაივანში ჩავიდა. ის მაღალი რანგის პირველი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელიც კუნძულს 1997 წლის შემდეგ ეწვია.

პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.

უახლესი ამბები