მიხეილ ყაველაშვილი - აუცილებელია, ჩვენმა საზოგადოებამ სრულყოფილად იცოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კულუარებში

"დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა“. ეს საჭიროება გამოიკვეთა იმ პროცესიდან, რომელიც მიმდინარეობდა ომის დაწყების შემდგომ. როდესაც დავინახეთ, რომ ჩვენს ირგვლივ  ბევრი  თემა იყო და ვერ ხდებოდა საზოგადოების ბოლომდე ინფორმირება,’’ - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელი იყო საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქნა მათი მხრიდან გადაწყვეტილება მიღებული. 

"ჩვენს ლიდერებს ვუთხარით, რომ აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს სრული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს ირგვლივ. ჩვენ ვეღარ დაველოდებოდით მოვლენების განვითარებას, თუ  რა შეიძლება მომხდარიყო მომავალში. ამიტომ, პირდაპირ ვეცდებით, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. საშიშროება ნამდვილად დიდი იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია მედიასთან და აქედან გამომდინარე, რადგან ახლა, შედარებით ჩაცხრა საფრთხე, ჩვენ ვთქვით, რომ აუცილებელია ჩვენმა საზოგადოებამ სრულყოფილად იცოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება კულუარებში. კვლავ რა ზეწოლები შეიძლება განხორციელდეს ჩვენს ხელისუფლებაზე. სუვერენული სახელმწიფოში არის შესაძლებლობა იმის, რომ გადაწყვეტილებებს იღებდეს ხალხი. ამიტომ, მთავარია ის მაქსიმალური ინფორმაცია შეძლებისდაგვარად, რაც ჩვენ გვექნება, პირდაპირ გავაცნოთ საზოგადოებას,’’ - განაცხადა ყაველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები