ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა

ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს ცაი ინ-ვენს შეხვდა.​ 

ცაი ინ-ვენმა ამერიკელ სენატორს ტაივანში ვიზიტისთვის და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

"დემოკრატიული ტაივანის წინააღმდეგ ძალადობას ძლიერი გავლენა ექნება ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ტაივანი არ დანებდება და ჩვენ მუდმივად გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტის დაცვას“, – განაცხადა ცაი ინ-ვენმა.

თავის მხრივ, ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკა არასდროს მიატოვებს ტაივანს.

"დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია. და ეს სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

ტაივანის პრეზიდენტმა ნენსი პელოსს აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.

უახლესი ამბები