ხელისუფლების წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის წევრმა, თერჯოლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ბარათაშვილმა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გაეცნენ  სოფლებში არსებულ მდგომარეობას, დამატებით საჭიროებებსა და რიგი საკითხების მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა სოფელ ზედა საზანოში, ზედა და ქვედა სიმონეთში, ასევე ეწრის ადმინისტრაციულ ერთეულში.

მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 115 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ამ დროისთვის დასრულებულია სოფელ ზედა საზანოს საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში , თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი საბავშვო ბაღი აშენდა, სადაც 100-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას ადაპტირებულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს,გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყო საბავშვო ბაღის ეზოც.
უახლოეს დღეებში დაიწყება ჩიხორი-შიმშილაქედის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.

დასრულდა სოფელ ზედა სიმონეთში, სასმელი წყლის მაგისტრალის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ცენტრალური მაგისტრალი, საქლორატორო ნაგებობა, სატუმბი  სადგური და რეზერვუარი მოეწყო, რომლის შემდეგაც სასმელი წყლით 745 ოჯახი ისარგებლებს.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა სიმონეთის მე-2 საჯარო სკოლას.

სკოლის ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, კეთილმოწყობილი და ადაპტირებული იქნება. პროექტის ფარგლებში სკოლას, როგორც კოსმეტიკური რემონტი, ასევე გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, ეზო და სპორტული მოედანი.

სოფელ ეწერში ახალგაზრდების ჩართულობით მოეწყო სპორტული ტრენაჟორები და უახლოეს დღეებში დაიწყება "სოფლის მხარდაჭერის“  პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად დაიგეგმა.

სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი, საკრებულოს წევრი კობა კაცაძე, ბარდუბნისა და ეწრის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ვერულაშვილი, ასევე ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უახლესი ამბები