"დედაენის ბარის" დამფუძნებელი - გვემუქრებიან, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის აგვისტოს, ჩვენ ვართ რიგში შემდეგი და ამ კომენტარებს მოჰყვება ბომბები

თბილისში, "დედაენის ბარზე" რუსეთის მოქალაქეების მხრიდან კიბერშეტევა ხორციელდება, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბარის ადმინისტრაციამ რუსი ტურისტებისთვის ე.წ სავიზო რეჟიმი დააწესა. 

შესვლამდე რუსეთის ყველა მოქალაქემ სპეციალურ ტექსტს უნდა მოაწეროს ხელი, სადაც წერია, რომ საქართველოს 20 % რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და პუტინი დიქტატორია.

კოორდინირებული შეტევით, რუსები ბარს უარყოფით შეფასებებს უწერენ და სოციალურ სივრცეში რეიტინგი ძალიან დაბალ ნიშნულზე ჩამოიყვანეს. ბარს დროებით სახელიც კი შეეცვალა და „დენაციფიკაცია“ დაერქვა, ოფიციალურ ვებგვერდად კი კრემლის მისამართი იყო მითითებული.

"დილიდან მიმდინარეობს ჩვენს ბარზე ორგანიზებული, კოორდინირებული კიბერთავდასხმა. წამში რამდენიმე კომენტარი იწერება. 5 000 ნეგატიური შეფასება დაიწერა მხოლოდ Googe-ს პროფილზე. ასევე ათასობით კომენტარი და პირადი მესიჯი მოდის Instagram-ექაუნთზე... გაგვიტეხეს საიტი ჩვენი შიდა სამმართველო ბაზა და მოგვდის უამრავი მუქარის შემცველი წერილი და ღია კომენტარი, რომლებიც არის მიმართული როგორც დედაენის ბარის მიმართ, ისე დანარჩენი საქართველოს მიმართ. გვემუქრებიან, რომ მოგვანატრებენ 2008 წლის აგვისტოს. გვემუქრებიან, რომ ჩვენ ვართ რიგში შემდეგი და ამ კომენტარებს მოჰყვება ბომბები, რომ დაგვიპყრობენ, რომ საქართველო იყო, არის და იქნება რუსეთი და მართლა ათასი საზიზღრობა. რომ არ მოგატყუოთ, ბოლომდე ვერც კი შევძელი წაკითხვა", - აცხადებს "დედაენის ბარის" დამფუძნებელი "მთავარ არხთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები