ჯო ბაიდენი - მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ბრიტნი გრაინერი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი. 

"დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ბრიტნი გრინერი და რუსეთში დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი პოლ უილანი სახლებში უსაფრთხოდ რაც შეიძლება მალე დააბრუნონ.

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს თავისუფლების ცხრა წლით  აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს.

ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი კი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 2020 წლის ივნისში თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები