უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 41 650 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 05.08-მდე: ტანკები - 1 792 (+3), ჯავშანტექნიკა - 4 032 (+6), საარტილერიო სისტემები - 950 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 260 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 123 (+5), თვითმფრინავი - 223 (+0), ვერტმფრენები - 191 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 742 (+0), საკრუიზო რაკეტები - 182 (+2). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 2 964 (+4), სპეციალური ტექნიკა - 83 (+0).