ზელენსკი - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა არის ღია და თავხედური დანაშაული, ტერორის აქტი

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის საპასუხოდ, უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა "როსატომის" და მთელი რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესონ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის შექმნის ფაქტზე, რაც დამატებითი არგუმენტია რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებისთვის.

"ეს არის ასევე არგუმენტი მკაცრი სანქციების დასაწესებლად მთელი რუსული ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ - როსტომიდან დაწყებული ყველა დაკავშირებული კომპანიისა და ფიზიკური პირების მიმართ. ეს არის წმინდა უსაფრთხოების საკითხი. ვინც თავად ქმნის ბირთვულ საფრთხეებს სხვა ხალხებისთვის, ნამდვილად არ შეუძლია ბირთვული ტექნოლოგიების უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველყოფა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნებისმიერ დაბომბვას უწოდა აშკარა და თავხედური დანაშაული და ტერორის აქტი.

რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგური 5 აგვისტოს ორჯერ დაბომბა. მეორე დაბომბვის შედეგად სადგური სერიოზულად დაზიანდა და არსებობდა რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები