ირაკლი ქადაგიშვილი - ქალბატონმა პრეზიდენტმა ნეიტრალურობა სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა

აბსოლუტურად გაუგებარი და ამოუხსნელია პრეზიდენტის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ის ორი არჩევნები, რომელიც გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებლის მიერ უმაღლესი შეფასება მიეცა, ეს თეთრით შავზე წერია და ცალსახად ასეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"რატომ მოიქცა ასე პრეზიდენტი, ალბათ, ამას რაციონალური და მიუკერძოებელი ახსნა არ აქვს. აქ ჩვენ დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს პრეზიდენტის მხრიდან მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. „ქართული ოცნება“ იმსჯელებს როდესაც ეს საკითხი იქნება განსახილველად დღის წესრიგში შემოტანილი და ჩვენ ალბათ სკეპტიციზმით ვიქნებით განწყობილი იმ გადაწყვეტილების მიმართ, რაც პრეზიდენტმა მიიღო.

ყველა გადაწყვეტილებას უნდა გააჩნდეს რაციონალური ახსნა. ეს ახსნა თუ არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმედებთ ისე, როგორც ლოგიკურად მიგვაჩნია.

ის კანდიდატი, ვინც ასრულებდა ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას არამარტო კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, მან კონკრეტული ტესტი გაიარა; საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ პირდაპირ იყო აღიარებული როგორც მაღალი სტანდარტით ჩატარებული და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მართული არჩევნები.

ქალბატონი პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც პოლიტიკური ბრძოლის მხარე გახდა. მან პრეზიდენტის მთავარი კონსტიტუციური მოვალეობა – ნეიტრალურობა სამწუხაროდ, დიდი ხანია დაკარგა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები