სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტი დააზარალა

გუშინ, ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ გლოლაში მდინარეები - ბოყოსწყალი, ილინე და ბუბაურა ადიდდა.

ბოყოსწყალმა დააზიანა სოფლის გაღმა უბანში  წყალსადენი სისტემა, აგრეთვე საცხოვრებელი სახლი და მისი საკარმიდამო-ნაკვეთი.

მდინარე ილინემ გაანადგურა გორიბოლოს არსებული წყლის სისტემა და საფრთხე შეუქმნა საგლოლოზე არსებულ საავტომობილო ხიდს.

დილიდან, სტიქიის ზონაში ადგილზე იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი და მოადგილე ლევან შერაზადიშვილი.

შექმნილია სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო კომისია და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

უახლოეს დღეებში დაიწყება წყალსადენი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები