2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.