ნიკა მელია - ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი

რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის - აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე, საქართველო სამწუხაროდ, სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების - საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

"ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა "ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს უკვე დადასტურებულად რუსულ ოცნებას - რუსების ახდენილ ოცნებას!

ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც სცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!

გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან, და ახლა უკვე საკუთარ ხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად.

ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართული ბიზნესი მათგან  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს. ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა - ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა - პროვოკაციაზე წამოგებაა!

რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია - რუსული ოცნების ხელისუფლებიდან  ჩამოშორებაა. უბრალოდ მსურს ვიცოდეთ რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება: ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა  საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას.

შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას -  თუ ისინი არ აღიარებდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. 
სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს.

ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება ასევე  შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდეყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის  ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა  თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში, წლების განმავლობაში უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები.

ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე, რაც, თითეული ჩვენთაგანის ვალია",- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები