გუტიერეში - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა თვითმკვლელობაა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვა თვითმკვლელობაა, სადგურზე დარტყმები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა.

"ატომურ ელექტროსადგურებზე თავდასხმები სუიციდური აქტია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს შეჩერდება. ამავდროულად, ჩვენ გვინდა, რომ  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომა ჰქონდეს სადგურზე. ვიმედოვნებთ, რომ იგი შეძლებს გამოიყენოს თავისი კომპეტენცია", - განაცხადა გუტიერეშმა.

5 აგვისტოს რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს. სამი ჭურვი ერთ-ერთ ელექტროსადგურთან ჩამოვარდა, სადაც ბირთვული რეაქტორია განთავსებული.

მეორე დღეს, 6 აგვისტოს, დაბომბვა არ შეწყვეტილა. თავდასხმის შედეგად სადგურის თანამშრომელი დაშავდა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები