უკრაინაში რეზნიკოვისა და ბუდანოვის მკვლელობისთვის დაქირავებული ქილერები დააკავეს

უკრაინის უშიშროების სამსახურმა დააკავა მკვლელები, რომლებიც თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის კირილ ბუდანოვის მკვლელობა.

გავრცელებული ინფორმაციით, სპეცსამსახურმა აღკვეთა უკრაინის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების, ასევე საზოგადო მოღვაწეების შეკვეთით მკვლელობების სერია.

მრავალეტაპიანი ოპერაციის დროს განეიტრალდა რუსული გრუ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომლის წევრები რეზნიკოვის, ბუდანოვის და ერთ-ერთი ცნობილი უკრაინელი აქტივისტის ფიზიკური ლიკვიდაციისთვის ემზადებოდნენ.

"თითოეული მათგანის მკვლელობისთვის რუსი “კურატორები" ქილერებს პირდებოდნენ ჯილდოს 100-დან 150 ათას აშშ დოლარამდე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჯგუფი ჩამოყალიბდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ და მასში შედიოდა დროებით ოკუპირებული ლუგანსკის მკვიდრი, რომელიც ადრეც აქტიურად მონაწილეობდა უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში.

მოსკოველი კოორდინატორის დავალებით, ის კრიმინალურ წრეებთან კავშირებით ეძებდა მკვლელს შეკვეთით მკვლელობებისთვის. მის წინადადებას გამოეხმაურა კიევის მკვიდრი, რომელიც 3500 დოლარად დათანხმდა უკრაინელი სამხედროს ლიკვიდაციას, რომელიც თითქოსდა  რუსი პატიმრების ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა.

"ეს მკვლელობა უნდა ყოფილიყო "სატესტო გამოცდა" მტრის ძირითადი ამოცანების შესრულებამდე", - აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები