ლევან ბეჟაშვილი - ან პროგრესული სამყაროს გვერდით ვართ, ან რუსეთის ფედერაციაში მივექანებით "ქართულ ოცნებასთან" ერთად

ვფიქრობ, კელი დეგნანის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს ანტიდასავლურ კამპანიას, – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

"ის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, ამაზე უკვე ევროპარლამენტმა გააკეთა შესაბამის რეზოლუციაში განაცხადი. შესაბამისად, დღეს საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის ქართულ საზოგადოებაში ეჭვი და კითხვის ნიშნები არ არსებობს, რომ ამ ქვეყნის მთავარი არაფორმალური მმართველი არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, თუ ჩვენ გვინდა ევროპული პერსპექტივა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ივანიშვილთან ერთად საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ აქვს. შესაბამისად, უნდა იქნას მიღებული კანონმდებლობა, რომელიც ოლიგარქის საქმიანობას სამართლებრივ ჩარჩოში მოაქცევს და შესაბამისად შეაფასებს, აღარ დაუშვებს ამ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობის შემდგომ პერსპექტივებს. 

ვფიქრობ, კელი დეგნანის განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს და ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს ანტიდასავლურ კამპანიას, აბრალებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროპას უკრაინაში ომის გაჩაღებას და მათ შორის საქართველოს ომის ჩათრევაში ადანაშაულებს. 

შესაბამისად, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი, ან ჩვენ პროგრესული სამყაროს გვერდით ვართ, ან რუსეთის ფედერაციაში მივექანებით „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. 

ვფიქრობ, უახლოესი პერიოდი იქნება ქართული პოლიტიკის და მათ შორის საგარეო ორიენტაციისთვის გადამწყვეტი პერიოდი და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად უნდა გავაკეთოთ ქვეყნისთვის მნიშვნლეოვანი არჩევანი“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები