თერჯოლაში ამფითეატრი, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში კი რეკრეაციული ზონა მოეწყობა

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება უახლოეს დღეებში დაიწყება.

დღეს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებში, ქალაქ თერჯოლაში ამფითეატრი, ხოლო სოფელ ძევრში, მდინარე ძევრულას კარსტულ ხეობაში რეკრეაციული ზონა მოეწყობა.

ქალაქ თერჯოლაში, მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ არსებული ამფითეატრი სრულად რეაბილიტირდება. პროექტის ფარგლებში, ღია სცენა, დასასვენებელი სკამები, ტრიბუნები, მისასვლელი ბილიკები და განათების სისტემა მოეწყობა.

სოფელ ძევრში, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია და მოეწყობა;საგვარჯილეს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოპარკინგი

საინფორმაციო შენობა

საპიკნიკე ფანჩატურები

გამოქვაბულებამდე მისასვლელი ბილიკი

მდ. ძევრულაზე გადასახედი, გამჭვირვალე კონსტრუქციით;

შშმ პირებზე ადაპტირებული გარემო

გარე განათების ქსელი

პროექტის მიზანია, ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგვარჯილეს მღვიმეების მიმდებარედ არსებული ტერიტორიის რეკრეაციულ ზონად გარდაქმნა, რაც სოფელს ახალ შესაძლებლობას შემატებს.

უახლესი ამბები