ზელენსკი - სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით

შეუძლებელია შავი ზღვის რეგიონი უსაფრთხოება, ვიდრე ყირიმი ოკუპირებულია, არ იქნება სტაბილური და ხანგრძლივი მშვიდობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბევრ ქვეყანაში, ვიდრე რუსეთი შეძლებს ჩვენი ნახევარკუნძულის სამხედრო ბაზად გამოყენებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

"დღეს დიდი ყურადღება ეთმობა ყირიმის თემატიკას და ეს სწორია, რადგან ყირიმი უკრაინაა და ჩვენ არასდროს ვიტყვით მასზე უარს. არ დავივიწყებთ, რომ სწორედ ყირიმის ოკუპაციით დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და უნდა დასრულდეს ყირიმის გათავისუფლებით. დღეს შეუძლებელია იმის თქმა, როდის მოხდება ეს, მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვამატებთ ყირიმის გათავისუფლების ფორმულას სიახლეებს. 

ვიცი, რომ ჩვენ დავბრუნდებით უკრაინულ ყირიმში. რუსეთმა ყირიმი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლებოდა, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონად გადააქცია. რუსეთმა ყირიმში მოიტანა მასშტაბური რეპრესიები, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები, ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები