კუნძულ როდოსზე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა

სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრისა და როდოსის მიტროპოლიის ერთობლივი ორგანიზებით, ა(ა)იპ - სულიერების ცენტრის სხვადასხვა პროგრამებში წარმატებით მონაწილე აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი 12-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე საერთაშორისო ბანაკი გაიხსნა. 

პროექტის ფარგლებში, 40-მდე მოზარდი საბერძნეთში გაემგზავრა და კუნძულ როდოსზე არსებულ საერთაშორისო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში - ინტელექტუალურ, შემეცნებით, სახალისო, სპორტულ და გუნდურ აქტივობებში მიიღებს მონაწილეობას. 

პროექტი მოზარდებს შესაძლებლობას მისცემს აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის დასავლურ ღირებულებებზე, გაეცნონ ბერძნულ კულტურასა და ტრადიციებს, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები. ამასთან, პროექტით დაგეგმილი აქტივობები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს ხელს შეუწყობს ერთმანეთთან სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და გაღრმავებაში.

მსგავსი სიახლეები