ანრი ოხანაშვილი - ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, არ განიხილება

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ ეტაპზე რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილება იმ მიმართულებით, რაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესს ეხება, არ განიხილება. ეს დღეს ჩვენი გუნდის ფარგლებში მსჯელობის საგანი არ არის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

"თეორიულად, შესაძლებელია ნებისმიერი წესი შეიცვალოს და თეორიულად შესაძლებელია, საკანონმდებლო ორგანომ მის ფარგლებში იმსჯელოს. თეორიულად შესაძლებელია, ოდესღაც ვიმსჯელოთ, დღეს ეს საკითხი არ განიხილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბით გამოირჩევა.

"საუბრობენ განცხადებებით და არაფერს აკეთებენ საქმესთან დაკავშირებით. ასეთი მიწოდებების ნაცვლად მიზანშეწონილია, საქმისთვის, დეპოლარიზაციისთვის უკეთესია, რომ მოვიდნენ და საქმიანად იმუშაონ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხალხი უხდის ფულს, კეთილი ინებონ, მოვიდნენ და იმუშაონ სამუშაო ჯგუფებში. ჩვენ მზად ვართ, მიუხედავად ძალიან დიდი, რადიკალური პოლიტიკური შეხედულებების და განსხვავებისა, დეპოლარიზაციის გეგმის ფარგლებშიც ვიმუშაოთ მათთან. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო არ ბრუნავს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ მათთან მუშაობისთვის მზად ვართ. ისინი აყირავებენ მაგიდას. ვეუბნებით, მობრძანდით ვიმუშაოთ, 12-პუნქტიანი გეგმა ამას გავალდებულებთ, ამას საბოტაჟს ნუ უცხადებთ, თუმცა ამას მაინც აკეთებენ. სხვა რესურსი ჩვენს ხელთ არ არის",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ხატია დეკანოიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდაციის შესასრულებლად მხოლოდ იმიტაციურ პროცესს ადასტურებს უმრავლესობის განცხადება, რომ ისინი მზად არიან, შეცვალონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნის წესი, რომელიც მიშელის შეთანხმების ნაწილია და 2/3 ხმებით არჩევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები