ანრი ოხანაშვილი - ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს

რუსებიც და სხვებიც, როგორც ტურისტები, არიან ევროპაშიც, ამერიკაშიც და ძალიან ბევრ სხვა ქვეყანაში - არ მახსენდება რომელიმე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება ვინმეს ეთნიკური ნიშნით უნდა შეეზღუდოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს - ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება.

ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებელია“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები