ჩინეთის ელჩი - ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება

მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ჭოუ ციენმა განაცხადა.

“მინდა, გაგაცნოთ ჩინეთის მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე. შეერთებული შტატების პროვოკაციული ქმედებების წინამძღვრებისა და ჩინეთის მხრიდან გატარებული მკაცრი ზომების მიზეზები. 1800-იანი წლებიდან ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია, 1943 წელს ჩინეთის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურებმა კაიროს დეკლარაცია მიიღეს, რომლის მიხედვითაც, იაპონიის მიერ მიტაცებული ტერიტორიები, მათ შორის ტაივანი, ჩინეთს უნდა დაბრუნებოდა. 1945 წლის დეკლარაციით ხელახლა დადასტურდა კაიროს დეკლარაციის პირობების შესრულების აუცილებლობა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს და ტაივანი მისი ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა მთელი ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია, სწორედ ეს არის ერთი ჩინეთის პრინციპის მთავარი არსი. 1971 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2758 რეზოლუციის მიღებით დაადასტურა ერთი ჩინეთის პრინციპი და აღუდგა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლეგიტიმური ადგილი გაერო-ში. ამჟამად, ჩინეთთან 181 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს და შეერთებულ შტატებს აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული და ერთი ჩინეთის პრინციპი ყველა შესაბამის დოკუმენტში არის შეტანილი. 1979 წლის პირველ იანვარს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად დამყარდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოფიციალურ კომუნიკეში შეერთებულმა შტატებმა გარკვევით აღიარა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა და პირობა დადო, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა.

ნენსი პელოსი შეერთებული შტატების ხელისუფლების რიგით მესამე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირია, ამავდროულად, იგი შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რიგით მეორე მემკვიდრეა, ის ამერიკის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, სადაც მისივე განცხადებით, ოფიციალური ვიზიტი განახორციელა. ამით შეერთებულმა შტატებმა აშკარად დაარღვია ერთი ჩინეთის პრინციპი და ჩინური მხარისთვის მიცემული პირობა, რომ ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა, ეს არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და საშიში ქმედება. ერთი ჩინეთის პრინციპი მეორე მსოფლიო ომის საერთაშორისო წესრიგის ნაწილი და საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსის საგანია. 

ერთი ჩინეთის პრინციპის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. ამ ქმედებების საპასუხოდ ჩინეთი იღებს ყველა საჭირო ზომას, მათ შორის ტაივანის კუნძულის მახლობლად ატარებს სამხედრო წვრთნებს, შეწყდა ან დროებით შეჩერდა ჩინეთ-ამერიკას შორის თანამშრომლობა სამხედრო და სხვადასხვა მიმართულებით.

მჯერა, რომ ქართველ ხალხს კარგად ესმის ჩინელი ხალხის გრძნობები და ჩინეთის მთავრობის საპასუხო ზომები, რადგან ქართველი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს დამოუკიდებლობის, ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინელი ხალხისა და მთავრობის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია, ქართველი ხალხის მსგავსად, ეს არის ჩინელი ხალხის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელის მისწრაფება და პასუხისმგებლობაა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ტაივანის სრუტეში დაძაბულობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტაივანის სეპარატისტულ ძალებსა და შეერთებულ შტატებს. ჩინეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ტაივანის დამოუკიდებლობას, არც ერთმა ქვეყანამ, ძალამ თუ ინდივიდმა არასწორად არ უნდა შეაფასოს მთავრობისა და ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება, რაც სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვასა და ერის გაერთიანებასა და აღორძინებას უკავშირდება. ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე, ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებსა და ტაივანის დამოუკიდებლობის სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ“, - განაცხადა ჭოუ ციენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები