პოდოლიაკი - დარწმუნებული ვარ, ინდივიდუალური სანქციები იქნება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს.

"საქართველო ევროკავშირის წევრი აუცილებლად გახდება. ქართველი ერი თავისუფალი ერია. რაც შეეხება სანქციებს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ინდივიდუალური სანქციები იქნება. ადამიანს შეუძლია ფული გამოიმუშაოს, თუმცა როდესაც ხვდები, რომ შესაძლებელია შენი ფულით ადამიანების მკვლელობას აფინანსებენ, ამის გამო შენც მოგიწევს გარკვეული საფასურის გადახდა. რა თქმა უნდა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში იყო გამდიდრებული ადამიანების ტალღა. მათ ოლიგარქებს ვუწოდებთ. ბევრი ფული აქვთ. ყიდულობენ პარტიებს, პარლამენტში მანდატებს ითვისებენ და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა აქვთ. უკრაინამ ეს გაითავისა და ამის წინააღმდეგ გამოვიდა. ვცდილობთ, ეს პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. 

საქართველოც ამ გზით უნდა წავიდეს. უნდა იყვნენ დიდი ბიზნესმენები, თუმცა მათ პოლიტიკაზე გავლენა არ უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ამას ვერ ვხედავთ. დეოლიგარქიზაცია ეფექტური გზაა და დარწმუნებული ვარ ქვეყანას ამ გზას გაივლის. სანქციების გამო რუსეთში ბევრი ადამიანი დიდ საფასურს იხდის. აქედან გამომდინარე, სასურველი იქნება, რომ ქართველმა ოლიგარქებმაც, რომელიც რუსეთის მხარეს დგანან, შესაბამისი საფასური გადაიხადონ", - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები