დავით არახამია - ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ სად იქნება

ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება, - ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამია გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.

"რამდენიმედღიანი სპეციალური პაუზის შემდეგ გადავწყვიტე ვიდეო გამომექვეყნებინა. მაინტერესებდა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას რა რეაქცია ექნებოდა და ეყოფოდა თუ არა ვინმეს გამბედაობა, უკრაინასთან თუ არა, თავის ქვეყანასთან მიმართებით მაინც გაეკიცხა აგრესორი და გაეხსენებინა რა მსხვერპლი და ზარალი მოიტანა რუსეთის ომმა საქართველოში.

მოხდა ისე, როგორც ველოდი. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან არანაირი რეაქცია არ ყოფილა, რაც შიშით და რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობითაა განპირობებული. ქართული მედიისთვის თვალყურის დევნების დროს ერთადერთი რაც ვიპოვე, ჩემი ინიციატივით პარლამენტის დეპუტატებისთვის, მათ შორის ჩემთვის, რადგან მეც დეპუტატი ვარ, დიპლომატიური პასპორტის ჩამორთმევისა და მათი დასჯის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეს გააზვიადეს და ამ ამბისგან რაღაცა სპეცოპერაცია შექმნეს.

ახლა კი სპეციალურად ბატონი ივანიშვილისა და მისი მსახურებისთვის ახალ დიპლომატიურ პასპორტს გამოვაქვეყნებ, რომელშიც ამერიკის შეერთებულ შტატების 5-წლიანი სამთავრობო ვიზაა. უნდა გაიგოთ, რომ მსგავსი ვიზები საბედნიეროდ, თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ არის. ვიმედოვნებ, რომ სანქციების მერვე პაკეტში, რომელსაც ევროკავშირი უახლოეს მომავალში დაამტკიცებს, ვნახავთ ვინ რას წარმოადგენს, ვის რა პასპორტი ექნება და ვინ სად იქნება", - აცხადებს არახამია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები