სოფიო ხორგუანი - მეც არ ვიცი საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია

სოფიო ხორგუანი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა სახალხო დამცველის თანამდებობაზე განიხილება.

"თქვენგან გავიგეთ პირველად, წინა ჯერზე რომ მოხდა არჩევა, მაშინაც თავის მართლების რეჟიმში ვიყავი. მეც არ ვიცი, საიდან გაჩნდა ეს ინფორმაცია. არ ვიცი დავაშავე რამე, ოდესღაც სახალხო დამცველის მოადგილე რომ ვიყავი? მაშინაც პირდაპირ ვამბობდი, რომ არ მინდა ეს თანამდებობა და არ ვარ არავის მიერ წარდგენილი, მაშინაც ამ მტკიცებაში ვიყავი", - აცხადებს სოფიო ხორგუანი "რუსთავი 2"-თან.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქართველოს მომავალი სახალხო დამცველი სავარაუდოდ, სოფიო ხორგუანი იქნება.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ხორგუანის კანდიდატურას მმართველ გუნდს, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" სთავაზობს, რომელსაც პარლამენტში 6 დეპუტატი ჰყავს და თუ უმრავლესობიდან მას მხარდაჭერა ექნება, სოფიო ხორგუანის კანდიდატურა დამტკიცდება.

უახლესი ამბები