რუსეთთან ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი დაიღუპა

მფრინავი ანტონ ლისტოპადი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ საუკეთესო პილოტად იყო აღიარებული, რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლიცეუმი ავრცელებს, სადაც პილოტი სწავლობდა.

საგანმანათლებლო დაწესებულების ინფორმაციით, 2019 წელს ლისტოპადი აღიარებულ იქნა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საუკეთესო პილოტად და მონაწილეობა მიიღო უკრაინის აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში.

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ლისტოპადი დაჯილდოვდა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი - მე-3 ხარისხის ორდენით მამაცობისათვის, რომელიც მას უკრაინის პრეზიდენტმა პირადად გადასცა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები