მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან

მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან. 

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უახლოესი ტერიტორიიდან და მთელი უკრაინიდან, რათა ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ შეძლოს აღადგინონ თავიანთი სუვერენული მოვალეობები საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. კანონიერ ოპერატიულ პერსონალს შეუძლია შეასრულოს თავისი მოვალეობები გარე ჩარევის და საფრთხის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ რუსი სამხედრო პერსონალისა და იარაღის განლაგება ბირთვულ ობიექტზე მიუღებელია და არღვევს უსაფრთხოების პრინციპებს და გარანტიებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის შეჭრა და მისი მუდმივი ყოფნა უკრაინის ატომურ ობიექტებში მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად. რუსეთმა სრულად უნდა აგოს პასუხისმგებლობა უკრაინაში უკანონო ქმედებებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ - ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მატლა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელნადია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეის რესპუბლიკა, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩრდილოეთ ირლანდია, აშშ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები