პოდოლიაკი - ბირთვული შანტაჟი შესაძლოა, დიდ კატასტროფად იქცეს

რუსეთი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რეგულარულად ახორციელებს პროვოკაციებს და არ იცავს სადგურის უსაფრთხოების წესებს, რაც შეიძლება დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "ცეცხლს ეთამაშება“.

"კრემლს მიაჩნია, რომ ეს არის "რისკის მართვა", მაგრამ უხეშ შეცდომებს უშვებს. რუსებს არ ჰყავთ პერსონალი, არღვევენ უსაფრთხოების პროტოკოლებს, რუსული არმია კი გამუდმებით პროვოკაციებს ახორციელებს", - განაცხადა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიიჩნევს, რომ ასეთი შანტაჟი შეიძლება დიდ კატასტროფაში გადაიზარდოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები