უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 43 900 (+150) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 16.08-მდე: ტანკები - 1 880 (+4), ჯავშანტექნიკა - 4 152 (+11), საარტილერიო სისტემები - 989 (+4), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 263 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები - 136 (+0), თვითმფრინავი - 233 (+0), ვერტმფრენები - 196 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 790 (+3), საკრუიზო რაკეტები - 190 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 3 049 (+5), სპეციალური ტექნიკა - 92 (+0).
გენშტაბის მონაცემებით, ყველაზე დიდი დანაკარგი მტერმა დონეცკის მიმართულებით განიცადა.