ერევანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 18 დაკარგულად ითვლება, 60-ზე მეტი დაშავებულია

ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუს" ნანგრევებიდან 16 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორსული ქალის და პატარა ბავშვის, - ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი არმენ პამბუხჩიანი სოციალურ ქსელში წერს.

"მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა ერთი წამითაც არ შეჩერებულა, მაშველებმა კიდევ 8 ცხედარი იპოვეს (ჯამში მათი რიცხვი 15-ს მიაღწია), მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები“, - განაცხადა მინისტრმა.

მაშველებმა ნანგრევებში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი მოგვიანებით იპოვეს.

ათი დაღუპულის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

აფეთქების შედეგად დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, 18 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

აფეთქება სომხეთის დედაქალაქის სავაჭრო ცენტრში ორი დღის წინ მოხდა. დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები