სასამართოლომ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა ცესკო-ს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, არჩევნები პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რის ბათილად ცნობასაც საია ითხოვდა.

ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლის კახა ნარეკლიშვილის განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ შეუწყვეტა უფლებამოსილება, ლეგიტიმური საკრებულოა და შესაბამისად ცესკო-მაც კანონით დადგენილი წესით და საარჩევნო კოდექსის საფუძველზე დანიშნა შუალედური არჩევნები.

საია-ს წარმომადგენელმა ნიკა მაღედანმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება შემდგომ ინსტანციაში.

"სასამართლოს განმარტება აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ გაუკეთებია, დასაბუთებული გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია. მხოლოდ ის ვიცით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ორდღიანი გასაჩივრების ვადა და აუცილებლად გამოვიყენებთ მას. გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და სწორედ სააპელაციო სასამართლოს შემდგომ გვეცოდინება უკვე აღნიშნულ ფაქტზე საბოლოო შედეგი. 2022 წლის 12 აგვისტოს ცესკო-მ გამოსცა განკარგულება, რომლითაც სენაკში დანიშნა შუალედური არჩევნები ერთი კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად და ჩასანაცვლებლად, თუმცა სახეზე გვაქვს ის მოცემულობა, როცა საკრებულო ექვს თვეზე მეტი ვადით არ შეკრებილა, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით წარმოადგენს საკრებულოს უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს. აქედან გამომდინარე, იმ ორგანოში შუალედური არჩევნების ჩატარება და ერთი, დამატებითი პირის დანიშვნა, რომელიც უკვე არაუფლებამოსილი კანონიერ მიზანს ვერ ემსახურება და წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ტყუილ ხარჯს. სწორედ ამიტომ იყო საია-ს მხრიდან სარჩელი შეტანილი სასამართლოში, სწორედ ამიტომ ვითხოვდით განკარგულების ბათილობას და სწორედ ამიტომ ვაპირებთ, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივროთ აღნიშნული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნიკა მაღედანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები