ზელენსკი - პუტინს სიკვდილის ეშინია, ეს უნდა გამოვიყენოთ

უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ რუსმა  ხალხმა ზეწოლა დაიწყოს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებებზე ომის რაც შეიძლება მალე დასრულების შესახებ.

"დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ, ევროკავშირში შესვლა რუსეთის ყველა მოქალაქეს აუკრძალონ. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სანქციად საზღვრების ჩაკეტვას ვთვლიდი, რადგან ისინი (რუსები) ისაკუთრებენ უცხო ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, ვიდრე არ შეიცვლიან ფილოსოფიას. ქვეყნები კეტავენ საზღვრებს და ემბარგოს აწესებენ ენერგორესურსებზე - პირადად ჩემი აზრით, ყველა სხვა ვარიანტი სუსტია. სრული ემბარგო ენერგომომარაგებაზე არ არსებობს, საზღვრები არ არის დაკეტილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მოუწოდა ყველა რუსს, გამონაკლისის გარეშე, გაემგზავონ რუსეთში.

"არიან ისეთები, ვინც ომს უჭერს მხარს, ისეთებიც - ვინც არ უჭერს მხარს. მათი შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ, სკოლებში, უნივერსიტეტებში და ასე შემდეგ. დაე, წავიდნენ რუსეთში, ამაში ცუდი არაფერია, დაბრუნდნენ, მაშინ გაიგებენ ყველაფერს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ კრემლის ქმედებებზე.

"ისინი ამბობენ "ჩვენ რა შუაში ვართ. ხალხი ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“. დიახ, მათ შეუძლიათ; მათ აირჩიეს ეს ხალხი და ახლა არ ეწინააღმდეგებიან. რუსები, რომლებიც საჯაროდ გამოდიან ომის წინააღმდეგ – ეს ძალიან იშვიათი შემთხვევებია და ეს ხალხი ციხეში ზის. დაე, წავიდნენ რუსები სახლში, ყველანი. რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვა პუტინზე ზეგავლენის მოხდენის ერთადერთი გზაა, რადგან ამ ადამიანს სხვა შიში არ აქვს, გარდა საკუთარი სიცოცხლის გამო შიშისა. მისი სიცოცხლე დამოკიდებულია იმაზე, ემუქრება თუ არა მას მოსახლეობა. მას სხვა არაფერი ემუქრება. ამიტომ, როცა მოსახლეობა მისი გადაწყვეტილებების გამო პუტინზე ზეწოლას მოახდენს, მაშინ დადგება შედეგი და ომი დასრულდება. საქმე არც ფულშია, არც გაზში, არც მილსადენებში და არც იმაში, რომ ზამთარში გერმანელებს არ ექნებათ სითბო. უბრალოდ, ჩაკეტეთ საზღვრები ერთი წლით და ნახავთ შედეგს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები