გაერო-ს გენერალური მდივანი უკრაინის და თურქეთის პრეზიდენტებს შეხვდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს. 

გუტიერეში ზელენსკის და ერდოღანს 18 აგვისტოს ლვოვში შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტი უკრაინაში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავა.

ერდოღანის ადმინისტრაციის განცხადებით, თურქეთის ლიდერს ზელენსკისთან ერთად სურს ისაუბროს კიევსა და ანკარას შორის ურთიერთობების ყველა ასპექტზე. სამმხრივ სამიტზე კი დაგეგმილია იმ ომის განხილვა, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ.

"შეხვედრის დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას ომის დასასრულებლად დიპლომატიური საშუალებებით, ასევე, განიხილება უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის საკითხები“, - განაცხადეს ერდოღანის ადმინისტრაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები