წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ჰაბის მოწყობის ექსპერიმენტული ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში კულტურული ჰაბის მოწყობის ექსპერიმენტული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, მოადგილე გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა გურეშიძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.

"ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის ეზოში გვექნება კიდევ ერთი ტურისტული ლოკაცია, რომელიც მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, სტუმრებისთვის. ხელს შეუწყობს მცირე ბიზნესის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას, სოფლისა და ქალაქის მცხოვრებთა შორის კავშირის გაღრმავებას", - განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

"ფოლკლორული ანსამბლის "ნადური", სტუდიის "ცისარტყელა" და ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის წარმომადგენლები საინტერესო ნომრებით წარსდგნენ მსმენელთა წინაშე და კიდევ ერთხელ დააფიქრეს ისინი ნიკო ლორთქიფანიძის ნააზრევის სიღრმეზე. 

სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა მიერ ღია სივრცეში გადმოტანილი შემოქმედებითი მუშაობის პროცესზე დაკვირვება ესთეტიკური სიამოვნების მიღების კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობად იქცა. 

ღონისძიება ჩატარდა მერები ეკონომიკური ზრდისთვის ფარგლებში", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები