მედიის ინფორმაციით, ყირიმის "ხელმძღვანელობამ" ნახევარკუნძული მოულოდნელად დატოვა

გასულ ღამეს, ყირიმის ხიდზე მოძრაობის გადაკეტვისას საოკუპაციო რეჟიმის "პრემიერმა“ სერგეი აქსიონოვმა და „სპიკერმა“ ვლადიმერ კონსტანტინოვმა ნახევარკუნძული დატოვეს.

ამის შესახებ "ტელეარხი 24" საკუთარ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, უკრაინის სპეცსამსახურებმა ჯერ არ იციან სად არიან აქსიონოვი და კონსტანტინოვი. ისინი სავარაუდოდ, წავიდნენ მოსკოვის კურატორის ზარის შემდეგ, რომელმაც მათ იმის შესახებ აცნობა, რომ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ამის შემდეგ ისინი ოჯახებთან ერთად ნახევარკუნძულიდან დაუყონებლივ, დაცული მანქანიდან წავიდნენ.

"პრემიერის" ქვეშევრდომები მთელი ღამე ანადგურებდნენ საბუთებს. ამჟამად "პოლიტიკოსების" ოჯახები როსტოვში იმყოფებიან, სადაც ისინი ერთ-ერთ სასტუმროში დასახლდნენ.  ნახევარკუნძულზე დაბრუნებაზე საუბარი ჯერჯერობით არ არის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები