სტოლტენბერგი - რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის

რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ობიექტების უსაფრთხოებას და ბირთვული ინციდენტის რისკს ზრდის. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობასა და საერთაშორისო თანამეგობრობას. სასწრაფოდ უნდა დაუშვან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექცია და უზრუნველყონ რუსული ძალების გაყვანა.

ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რათა დავარწმუნოთ რუსეთი დაასრულოს ეს ომი“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები