ხარკოვში, საერთო საცხოვრებლის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა

17 აგვისტოს საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის სალტოვსკის რაიონში მდებარე ჰოსტელს ცეცხლი გაუხსნეს. მტერმა შენობას საკრუიზო რაკეტა "კალიბრით" დაარტყა, - ამის შესახებ სამოქალაქო დაცვის რეგიონალური დეპარტამენტის დირექტორმა ივან სოკოლმა განაცხადა.

წინასწარი ინფორმაციით, 3-სართულიან შენობაში 30 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ბავშვები და პენსიონერები.

"ჰოსტელი ბოლომდე დანგრეული. სამაშველო ოპერაცია გრძელდება, მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა,არიან დაღუპულები, დაჭრილები, მაშველებმა ნანგრევებიდან ადამიანები გამოიყვანეს", - განაცხადა სოკოლმა.

ბოლო მონაცემებით, შენობის დანგრევის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა, მათ შორის 4 მაშველებმა გამოიყვანეს.

ოკუპანტები ხარკოვს გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბომბავდნენ, აფეთქებების ხმა ისმოდა დღეს დილითაც. დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ხარკოვის სლობოდას რაიონს. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

მსგავსი სიახლეები