უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა. 

არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა. 

ის უკრაინულ ლეგიონში მსახურობდა და ომში პირველივე დღიდან იბრძოდა.

ოჯახის ინფორმაციით, ბერდია ჯოხაძის ცხედარს საქართველოში 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან - 20:00 საათამდე გაიმართება.

24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები