თორნიკე რიჟვაძე - სახალხო დამცველს ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ, "ნაცების" დამცველია ეგ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დამცველის მიერ ბათუმში დაგეგმილ სამშენებლო რეგულაციებზე ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გამოეხმაურა. 

"მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის გახლავთ ავარიული სახლები და ამ ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობა. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ეს ღონისძიებები, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მაქსიმალური მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველს ალბათ, სახალხო უნდა მოვაშოროთ და უფრო "ნაცებთან" შეზრდილი ორგანიზაციის, "ნაცების" დამცველი სახალხო დამცველია ეგ, რა თქმა უნდა, როგორც ყველა კარგ საქმეზე, მიიტანეს იერიში და გაასაჩივრეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, თუმცა მინდა განმარტება გავაკეთო, რომ არავის მივცემთ საშუალებას, ამ მართლაც მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის ყველაზე მთავარი პროგრამის დაზიანების, დისკრედიტაციის და მითუმეტეს, გაჩერების შესაძლებლობას", - განაცხადა რიჟვაძემ.

სახალხო დამცველი ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები