კორნელი სალია - თუ მერს სურს, წარუდგინოს 6 თვის ანგარიში წალენჯიხის საზოგადოებას, მზად ვარ, დავუთმო საკრებულოს ტრიბუნა

წალენჯიხის მერის გუშინდელი ანგარიში  ჰგავდა პარტიული აქტივის შეხვედრას და მას სურს, წარუდგინოს 6 თვის ანგარიში წალენჯიხის საზოგადოებას, მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, მზად ვარ, დავუთმო საკრებულოს ტრიბუნა, - ამის შესახებ წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე კორნელი სალია სოციალურ ქსელში წერს.

"მინდა გამოვეხმაურო გუშინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბ.ნ. გიორგი ხარჩილავას 9 თვის ანგარიშს, როგორც მან აღნიშნა ა(ა)იპ-ებში რეორგანიზაციის შედეგად ის დაზოგავს 7,5 მილიონ ლარს, როდესაც მთლიანად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ხელფასი შეადგენს 4, 376 მლნ. ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი 2, 5 მლნ. ლარს მთელი წლის განმავლობაში.

მისი გუშინდელი ანგარიში  ჰგავდა პარტიული აქტივის შეხვედრას და  თუ ბ.ნ. გიორგი ხარჩილავას სურს წარუდგინოს 6 თვის ანგარიში წალენჯიხის საზოგადოებას მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, მზად ვარ, დავუთმო საკრებულოს ტრიბუნა და მინდა შევახსენო, რომ ის არ არის მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მერი, არამედ ის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  მოქალაქეების მერია განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ", - წერს სალია სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fkornelisalia65%2Fposts%2Fpfbid0BXhhtUiPjPkPMFTE4NkzC7rYscqPzpWRBwudh6Pv5tz1ht37fFmdAm36e1SwyS1hl&show_text=true&width=500" width="500" height="420" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>