წყალტუბოში საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტის "პატრიოტი დიასპორელის'' განხორციელება იწყება

წყალტუბოში საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტის "პატრიოტი დიასპორელის'' განხორციელება იწყება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან, ორი კვირის განმავლობაში, სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში სწავლას საბერძნეთში მცხოვრები ორი ქართველი მოსწავლე დაიწყებს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე დღეს პროექტის ავტორს ნინო ციბაძეს შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

შეხვედრას საგანმანათლებლო ფონდის - „საქართველო ემიგრანტების“ წარმომადგენელი საქართველოში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქეთევან კინწურაშვილი და ოტია იოსელიანის სახელობის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდნენ.

"პატრიოტი დიასპორელი’’ უპრეცედენტო პროექტია, რომლის მიზანია ემიგრაციაში მყოფმა მოსწავლეებმა შეიქმნან საკუთარი სოციუმი საქართველოში, გაიჩინონ ახალი მეგობრები. ასევე უკეთ შეისწავლონ საქართველოს ისტორია და მენტალურად უფრო დაუახლოვდნენ სამშობლოს. პროექტის ფარგლებში მოხდება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების, ასევე ემიგრანტების საქართველოში მცხოვრებ თანატოლებთან დაახლოება, რაც საფუძველს ჩაუყრის ემიგრაციაში მყოფი ახალგაზრდების ფესვებთან დაბრუნებას, ეს კი ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა ნინო ციბაძემ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე კიდევ ერთი ახალი საერთაშორისო- საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების ფაქტს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მაქსიმალურად შეუწყობს ხელს უცხოეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში საქართველოს უნიკალური კულტურისა და ტრადიციების, ასევე ქართული უნარ-ჩვევების გაცნობას.

მსგავსი სიახლეები