ერდოღანი - მჯერა, რომ ეს ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, ჩვენ მზად ვართ კვლავ ვითამაშოთ შუამავლის როლი

თურქეთს მიაჩნია, რომ სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან და გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განიხილეს ომის დასრულებისთვის საჭირო ნაბიჯები. ის იმედოვნებს, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან მიღებული „პოზიტიური ატმოსფერო“ შეიძლება „გადაიზარდოს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მუდმივ მშვიდობაში.

"პირადად მე მჯერა, რომ ომი საბოლოოდ დასრულდება მოლაპარაკებების მაგიდასთან. ფაქტობრივად, ამას ეთანხმებიან ბატონი ზელენსკი და ბატონი გუტიერეში. მთავარია მოლაპარაკებების მაგიდამდე უმოკლესი და სამართლიანი გზის განსაზღვრა.

ჩვენ მზად ვართ კვლავ ვითამაშოთ ფასილიტატორის ან შუამავლის როლი, რათა გავუწიოთ ყველა სახის მხარდაჭერა ამ მიზნის მისაღწევად“, - განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი სიახლეები