დღეს ხარკოვში გლოვის დღეა

დღეს ხარკოვში გლოვის დღეა

19 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა, - ამის შესახებ  ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა.

"ძვირფასო ხარკოველებო! დღეს ხარკოვში გლოვის დღეა. 17 აგვისტოს საღამო და 18 აგვისტოს დილა ერთ-ერთი ურთულესი გახდა ხარკოვისთვის ომის დაწყებიდან. დაიღუპა ხალხი, ბევრი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები. ვფიქრობ, მართებული იქნება დღეს გავიხსენოთ ყველა, ვისი სიცოცხლეც ომმა შეიწირა, ყველა ვინც დაიღუპა სახლების კედლებში, მშობლიური ქალაქის ქუჩებში, ბრძოლის ველზე. მათ გაიხსენებენ სითბოთი და სიყვარულით. ამ საშინელი ფასის გადახდით ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით, მტრის რაკეტები კი რკინის გროვად გადაიქცევა, რომელიც გაანადგურებს თავისივე შემოქმედებს. მშვიდობა უკრაინას და ძალა ყველა უკრაინულ ოჯახს! მარადიული ხსოვნა დაღუპულებს", - წერს ის.

17 აგვისტოს, ხარკოვის სალტოვსკის რაიონში, რუსი ოკუპანტების მიერ სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 7 ადამიანი, დაშავდა 17, მათ შორის 11 წლის ბავშვი.

გარდა ამისა, 18 აგვისტოს, დაახლოებით 04:30 საათზე, მტერმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან ხარკოვის მიმართულებით კიდევ 8 რაკეტა გაუშვა. დაზიანდა შენობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები, გაჩნდა ხანძარი. კერძოდ, სლობოდსკის რაიონში ერთ-ერთი რაკეტა 4-სართულიან საერთო საცხოვრებელს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ დანგრეულია. ორი ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები