28 წლის პატიმარი კლინიკაში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს

28 წლის პატიმარი კლინიკაში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მიიყვანეს. 

გურამ სვანიძეს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ექიმები ოჯახს პაციენტის გადარჩენის იმედს ვერ აძლევენ.

ოჯახის წევრების თქმით, სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ გურამ სვანიძემ ბადრაგს იარაღი წაართვა და რამდენიმე გასროლა განახორციელა, თუმცა ახლობლებს ამ ვერსიის არ სჯერათ. 

"ფსიქიატრიულში გადმოუყვანიათ, ვიფიქრე, რომ კარგია ალბათ, ფსიქიატრიულში რახან არის. ფანჯრიდან დავინახე გუშინ და მეგონა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად, მაგრამ მოვდივარ დღეს დილას და მეუბნებიან, რომ ბავშვს აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტოტალური ტვინის დაზიანება. ოპერაცია ტარდებოდა რომ მოვედი. რანაირად მოხვდა ჩემი შვილის ხელში იარაღი, როგორ გაირტყა, ამიხსენით. ფსიქიატრიულიდან გადაწყვიტეს, რომ გადაეყვანათ უკან ისევ ციხეში, გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში გამოკეთდებოდა. არ იყო კარგად, არ იყო მზად, რომ ციხეში გადაეყვანათ", - აცხადებს პატიმრის დედა "მთავართან".

რა მოხდა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, გამოძიება არკვევს.