პეტრე ცისკარიშვილი - ტენდერის ტექნიკური პირობები პირდაპირ RMG გოლდზე, ანუ რუსების და ბიძინა უჩას კომპანიაზეა მორგებული

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ტენდერზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, კომპანია "რმჯ გოლდზეა" მორგებული.

"საუბარი გვაქვს ახალგამომცხვარ ტენდერზე, რომელიც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში შვიდი სოფლის, ასობით ჰექტარი მიწის გადათხრა-გავერანებას, ჩვენი ბუნების დამახინჯებას, ეკოლოგიური ვითარების დამძიმებას გამოიწვევს. ამ ტენდერის ტექნიკური პირობები, პირდაპირ RMG გოლდზე, ანუ რუსების და ბიძინა ივანიშვილის, ბიძინა უჩას კომპანიაზეა მორგებული. ტენდერი გამოაცხადეს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე და აქვე სიმბოლურად ჩადეს საინვესტიციო ვალდებულებები, ვინაიდან კარგად იციან, რომ არც არავინ დაითვლის განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობას", - აცხადებს ცისკარიშვილი. 

მისი თქმით, ივანიშვილი ჩქარობს ქართული სახელმწიფოს ხარჯზე გაყინული ფინანსების ასანაზღაურებლად დამატებითი სახსრები მოიპოვოს. 

ცისკარიშვილის განცხადებით, საუბარია 700-800 მილიონი დოლარის შემოსავალზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები