ჯონსონი - უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს საკუთარ ძალებს

ყველა ჩვენგანის ქვეყანამ მოახდინა ძლიერი და ერთიანი რეაგირება, როდესაც პუტინმა მოახდინა ომის ესკალაცია 24 თებერვლის შემდეგ, მაგრამ ეს ტრაგედია სწორედ 8 წლის წინ დაიწყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა "ყირიმის პლატფორმის“ მეორე სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"პუტინმა ძალადობრივად დაიკავა ევროპული ქვეყნის ტერიტორია და ძალის გამოყენებით გადახაზა ევროპული საზღვარი პირველად 1945 წლის შემდეგ. მან მოახდინა იმ ფაქტის იგნორირება, რომ რუსეთმა თავად აღიარა ყირიმი უკრაინის ტერიტორიად და დაარღვია იმდენი საერთაშორისო შეთანხმება, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი. ყირიმში მცხოვრები ხალხი რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ადამიანის უფლებების სასტიკ და სისტემატურ დარღვევას. 

ნახევარკუნძულის დაკავების შემდეგ, პუტინმა უფრო და უფრო მეტი ძალის თავმოყრა მოახდინა და გადააქცია შეიარაღებულ ბანაკად, საიდანაც ემუქრებოდა დანარჩენ უკრაინას და დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ამიტომ ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცება და საზღვრების შეცვლა. 

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ან სხვა რომელიმე ტერიტორიის ანექსიას. პუტინის თავდასხმის ფონზე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების სამხედრო, ჰუმანიტარული, ეკონომიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ გაიყვანს საკუთარ ძალებს უკრაინიდან“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები